• 12-02-2024
    თბილისის “დინამომ” ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
    თბილისის “დინამომ” ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

    21 წლის ტაჯიკი ფეხბურთელი, ალიმერ შუქუროვი კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ალიშერ შუქუროვი ადგილობრივი კუკტოშის აღზრდილია და თბილისურ კლუბში გადმოსვლამდე ამავე კლუბის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

    საგულისხმოა, რომ შუქუროვს ტაჯიკეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

    ცნობისთვის, ალიშერმა გასულ სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები