• 12-02-2024
    "ხვიჩამ "ნაპოლი" მხრებით მარტომ ატარა" - რას წერენ იტალიურ მედიაში კვარას თამაშზე
    "ხვიჩამ "ნაპოლი" მხრებით მარტომ ატარა" - რას წერენ იტალიურ მედიაში კვარას თამაშზე
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 24-ე ტურში "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა.

    "ყველაფერი გააკეთა, რათა გოლი გაეტანა, თუმცა მისი საღამო არ იყო. ის "მილანის" დაცვისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ქართველი გუნდს მხრებით ატარებს, მაგრამ თანაგუნდელები არ ჩანდნენ", - "calcionapoli1926".

    "ხვიჩამ ცენტრეში დაიწყო თამაში და მეტოქეებისათვის უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. მას ბევრი დრიბლინგი ჰქონდა და სახიფათო მომემტებიც შექმნა, მაგრამ სრულიად მარტო იყო", -"calciomercato".

    "მარცხნივ გადადიოდა და შეტევაში ნაპოლის ერთადერთი ვარიანტი იყო. სამმაგი და ოთხმაგი დაცვის წინააღმდეგ, მაინც ახერხებდა ბურთით უპირატესობის შექმნას", - "calcio.oasport".

    Facebook კომენტარები