• 12-02-2024
    ბომბის აფეთქება "ნაპოლის" "ბარსასთან" მატჩამდე - მაძარის აგდებენ
    ბომბის აფეთქება "ნაპოლის" "ბარსასთან" მატჩამდე - მაძარის აგდებენ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "მილანთან" ანაგარიშით 1:0 დამარცხდა.

    იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ამ შედეგით და გუნდის თამაშით აურელიო დე ლაურენტისი ძალიან უკმაყოფილოა.

    მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონასთან" მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სურს, რომ გუნდი ლიგაზე მაქსიმალურად შორს გავიდეს.

    ამ თამაშამდა "პარტენოეპეის" იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტური ელის, სადაც "ტორინოს" დაუპირიპირდება.

    როგორც ირკვევა, ამ დაპირისპირების შედეგი გუნდის მთავარი მწვრთელის, ვოლტერ მაცარის მომავალს განსაზღვრავს.

    თუ "ნაპოლი" "ტორინოსთან" წააგებს, დე ლაურენტისი მაცარის გაშუვებს და "ბარსასთან" მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება.

    Facebook კომენტარები