• 13-02-2024
    ალექსანდრ გლები: “კვარაცხელიას ბარსელონაში თამაში შეუძლია”
    ალექსანდრ გლები: “კვარაცხელიას ბარსელონაში თამაში შეუძლია”

    კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ, ალექსანდრ გლებმა Sport24-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

    ბელარუსმა მოთამაშემ რუსულ სააგენტოსთან განაცხადა, რომ კვარაცხელიას “ბარსელონაში” თამაშის პერსპექტივა აქვს:

    “არის თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონაში თამაში შეუძლია? რა თქმა უნდა, მსგავსი არაერთო ფეხბურთელია, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია. ის ნაპოლიში ჩინებულად გამოიყურება და მგონია, რომ ბარსელონაშიც ბრწყინვალედ ითამაშებს”. - განაცხადა გლებმა.

    ცნობისთვის, არაერთი ესპანური წყაროს ინფორმაციით, კვარაცხელია “ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ.

    Facebook კომენტარები