• 13-02-2024
    დე ლაურენტისი კვარას სიურპრიზს უმზადებს - ხვიჩას იმდენი ხელფასი ექნება, რამდენსაც ვერ წარმოიდგენდა
    დე ლაურენტისი კვარას სიურპრიზს უმზადებს - ხვიჩას იმდენი ხელფასი ექნება, რამდენსაც ვერ წარმოიდგენდა

    გავლენიანი იტალიური გამოცემა, "Il Mattino" ავრცელებს ცნობას, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას დაგეგმილზე ადრე შეხვდება.

    შეხვედრა აპრილში იყო ჩანიშნული, თუმცა იტალიელს ამ თარიღის უფრო ადრე გადმოტანა სურს.

    დე ლაურენტისი გეგმავს, რომ კვარას ხელფასი საგრძნობლად გაუზარდოს, ეს გადაწყვეტილება მან "ვერონასთან" თამაშის შემდეგ მიიღო, როდესაც ხვიჩას ბრწყინვალე თამაში მან საკუთარი თვალით იხილა.

    იტალიური პრესა იუწყება, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტი ქართველს სიურპირზს უმზადებს და ისეთ ხელფასს შესთავაზებს, როგორსაც კვარა და მისი მხარე არ ელოდება.

    Facebook კომენტარები