• 13-02-2024
    "ბაიერნს" მუდრიკის იჯარით დამატება უნდოდა
    "ბაიერნს" მუდრიკის იჯარით დამატება უნდოდა

    როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი გარემარბი, კინგსლი კომანი ტრავმირებულია. "რეკორდმაისტერის" შემტევმა მუხლი 27 იანვარს, "აუგსბურგთან" გამართულ მატჩში დაიზიანა და გუნდს ორით თვით გამოაკლდა.

    რა გასაკვირია, რომ "ბაიერნი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კინგსლის დროებითი შემცვლელის დამატებას ცდილობდა.

    იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბავარიულმა გრანდმა ლონდონის "ჩელსიდან" მიხაილო მუდრიკის იჯარის წესით აყვანა სცადა.

    "ბაიერნის" მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან "არისტოკრატებმა" მუდრიკის გაშვებაზე უარი განაცხადეს. არადა, ბრიტანულ პრესას თუ ვენდობით, გუნდის დროებით შეცვლა უკრაინელ გარემარბსაც უნდოდა.

    საბოლოო ჯამში, ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა "გრანადადან" 23 წლის ბრაიან სარაგოსა დაიმატეს, რომელიც ისედაც გაფორმებული ჰყავდათ, მაგრამ გუნდს წესით ზაფხულში უნდა შეერთებოდა.

    რაც შეეხება 23 წლის მუდრიკს, მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 4 გოლსა და 3 ასისტს შეადგენს.

    Facebook კომენტარები