• 13-02-2024
    რუისი: "რეალ სოსიედადი" ორგანიზებული გუნდია"
    რუისი: "რეალ სოსიედადი" ორგანიზებული გუნდია"
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს და შინ ესპანურ "რეალ სოსიედადს" მიიღებს.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცს, ლუის ენრიკეს ფაბიან რუისი ახლდა. ესპანელმა ნახევარმცველმა მომავალი მეტოქის შესახებ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.

    "სოსიედადს" კარგად ვიცნობ. ეს ორგანიზებული გუნდია, რომელიც დიდ წნეხს უძლებს, ბურთის კონტროლი უყვარს და კონტრპრესინგიც ეხერხება. ამას ისინი ძალიან კარგად აკეთებენ.

    ხვალ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ გუნდში არსებული ატმოსფერო უცვლელი რჩება - ვგრძნობთ მღელვარებას, თუმცა სიმშვიდესაც ვინარჩუნებთ და ფოკუსირებულები ვართ.

    დარწმუნებული ვარ, მბაპეს ბრწყინვალე მატჩი ექნება. მან წინა შეხვედრაში დარტყმა მიიღო, მაგრამ გუშინ და დღეს სრულყოფილად ივარჯიშა და მზად არის," - თქვა ფაბიანმა.

    რუისი "რეალ სოსიედადს" მართლაც შესანიშნავად იცნობს, რადგან მაშინ, როცა იგი "რეალ ბეტისის" ღირსებას იცავდა, ბასკებს ხშირად უპირისპირდებოდა ხოლმე.

    აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზულ-ესპანური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები