• 13-02-2024
    სალაჰმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
    სალაჰმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
    Author of the article
    Aa

    "ლივერპულის" ეგვიპტელი მეგავარსკვლავი, მუჰამედ სალაჰი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა! ამის ამსახველი ვიდეო მერსესაიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელებში განათავსა.

    მოს 2024 წელს "ლივერპულის" მაისურით არ უთამაშია. ჰამსტრინგის კუნთის ტრავმა მან აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე მიიღო, რამაც იქიდან ნაადრევად დაბრუნება აიძულა, ეგვიპტის ნაკრების საჩემპიონო ამბიციები კი ჩანასახშივე გააქრო.

    31 წლის შემტევს წესით კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა ეუქმა, თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე უკეთესი ტემპით წარიმართა.

    "სქაუზერებს" მომდევნო მატჩი 17 თებერვალს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ელოდებათ. მოსალოდნელია, რომ "ფარაონი" იქ გარკვეულ წუთებს მიიღებს.

    ცნობისთვის, "ლივერპული" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს.

    რაც შეეხება სალაჰს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში მან თავი 18 გოლსა და 9 ასისტს მოუყარა.

    Facebook კომენტარები