• 14-02-2024
    ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლია
    ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლია

    როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას 17 თებერვალს ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ უმნიშველოვანესი ბრძოლა ელის.

    აღნიშნულ ბრძოლამდე ილიამ ჯონ აკისთან საუბარში ქართველებისთვის სასიამოვნო სიახლე განაცხადა.

    ილიას ძმამ ალექსანდრე თოფურიამ UFC-ისთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა და ის მსოფლიოს უპრესტიჟულეს ორგანიზაციაში იბრძოლებს.

    28 წლის მებრძოლის შეხვედრა დიდი ალბათობით ძალიან მალე შედგება.

    შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს თავის პროფესიონალურ კარიერაში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 5 ბრძოლაში იმარჯვა.

    ცნობისთვის, ალექსანდრე თოფურია მერაბ დვალიშვილთან, ილია თოფურიასთან, გიგა ჭიკაძესთან, რომან დოლიძესთან და გურამ ქუთათელაძესთან ერთად UFC-ში მე-6 აქტიური ქართველი მებრძოლი გახლავთ. 

    ტეგები:
    Facebook კომენტარები