• 14-02-2024
    "მეტის გატანაც შეგვეძლო" - დე ბრუინი "კოპენჰაგენთან" მატჩზე
    "მეტის გატანაც შეგვეძლო" - დე ბრუინი "კოპენჰაგენთან" მატჩზე
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით დაუბრუნდა. მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "სიტიზენებმა" დანიურ "კოპენჰაგენს" გასვლაზე მოუგეს, ანგარიშით 3:1.

    ტურნირის მოქმედი ჩემპიონები მე-10 წუთზე, კევინ დე ბრუინის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. ბელგიელს 34-ე წუთზე მაგნუს მატსონმა უპასუხა, თუმცა მასპინძლებმა პირველი ნახევარი ფრედ მაინც ვერ ჩაამთავრეს - კომპენსირებულ დროში თავი ბერნარდუ სილვამ გამოიჩინა. ტაიმის დამატებულ წუთებზე გავიდა "სიტის" მესამე გოლიც, რომელიც ფილ ფოდენმა 92-ე წუთზე მიითვალა.

    შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დე ბრუინი დასახელდა. "ქალაქელთა" კაპიტანმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

    "კარგად ვითამაშეთ, რეალური მომენტები გვქონდა და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. საბედნიეროდ, ბოლოს მესამე გოლიც შევაგდეთ, რაც უპირატესობას გვაძლევს.

    "კოპენჰაგენს" რამდენჯერმე შევხვედრივართ. ატმოსფერო დიდებულია და ისინი ყველაფრის გაკეთებას ეცდებიან. დანიელები ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მათ პატივი უნდა ვცეთ. დღეს ჩვენ ერთი შეცდომა დავუშვით და მათ ამით ისარგებლეს," - თქვა კევინმა.

    შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი ჯახი 6 მარტს შედგება და მას "ეტიჰად სთედიუმი" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები