• 14-02-2024
    "მეოთხე ადგილის აღნიშვნა უცნაური იყო" - კონტე "ტოტენჰემს" იხსენებს
    "მეოთხე ადგილის აღნიშვნა უცნაური იყო" - კონტე "ტოტენჰემს" იხსენებს
    Author of the article
    Aa

    იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2021/2022 წლების სეზონი და ლონდონის "ტოტენჰემთან" ერთად პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრა გაიხსენა.

    როგორც ჩანს, კონტე გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მე-4 ადგილზე გასვლა ჩრდილოლონდონელებს საზეიმო ფაქტად მიაჩნდათ.

    "ჩემთვის, მე-4 ადგილისა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღნიშვნა ძალიან უცნაური იყო. ბოლო ტურში, "ნორვიჩთან" მატჩის წინ, ჩემი სტაფის წევრებს დავუძახე და ვუთხარი, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მიღების ზეიმს არ შეჩვეოდნენ. 

    ძალიან პირდაპირი ვიყავი. ვთქვი, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ. ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაც გვქონდა, მე-9-დან მე-4 ადგილზე ასვლა სასწაულის ტოლფასი იყო, თუმცა ეს სასწაულივით არ გვიზეიმია, რადგან მე მოგებას ვარ მიჩვეული," - თქვა კონტემ.

    შეგახსენებთ, რომ ანტონიომ "ტოტენჰემი" 2021 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა. მაშინ "სპურსი" სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე იმყოფებოდა, სეზონი კი ოთხეულში დაასრულა, აჯობა რა თანაქალაქელ "არსენალს".

    მიუხედავად ასე თუ ისე წარმატებული სტარტისა, კონტეს კარიერაში "ტოტენჰემი" ოქროს ასოებით ნამდვილად არ ჩაწერილა. გუნდი მან სკანდალურად დატოვა, როცა კლუბის საქმისადმი მიდგომა გააკრიტიკა.

    54 წლის სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია.

    Facebook კომენტარები