• 15-02-2024
    მშვენიერი ამბავი! - ლუკა ლაცაბიძე “მარსელის” წინააღმდეგ “შახტარის” განაცხადში მოხვდა
    მშვენიერი ამბავი! - ლუკა ლაცაბიძე “მარსელის” წინააღმდეგ “შახტარის” განაცხადში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, ახლახანს 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე თბილისის “დინამოდან” დონეცკის “შახტარში” გადავიდა.

    უკრაინულმა გუნდმა ევროპა ლიგის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ლუკას სახელიც ამოვიკითხეთ.

    შესაბამისად, შესაძლოა, ლაცაბიძემ “მარსელის” წინააღმდეგ ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს.

    თავისთავად, “შახტარის” განაცხადში კიდევ 2 ქართველი ლეგიონერი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი მოხვდნენ.

    ცნობისთვის, “შახტარისა” და “მარსელის” პირველი შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება.

    Facebook კომენტარები