• 15-02-2024
    ფრენკი დე იონგს ინგლისიდან სერიოზული მსურველო გამოუჩნდა
    ფრენკი დე იონგს ინგლისიდან სერიოზული მსურველო გამოუჩნდა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ფინანსურად ძალიან უჭირს. აქედან გამომდინარე, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ზაფხულში რამდენიმე მნიშველოვანი მოთამაშის გაყიდვას გეგმავენ.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემი” მზად არის, რომ “ბარსელონას” დე იონგის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთოს.

    “მამლები” აპირებენ, რომ 26 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    ცნობისთვის, დე იონგმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები