• 15-02-2024
    მარკოს ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
    მარკოს ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ვეტერან ფეხბურთელს, მარკოს ალონსოს დიდი ხანია ტრავმა აწუხებს.

    33 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას” განაცხადში 29 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკოს ალონსო დიდი ალბათობით მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

    ცნობისთვის, მარკოს ალონსომ მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები