• 15-02-2024
    “ილია მაგარი ბიჭია, მაგრამ…” - დანა უაითმა თოფურიაზე ისაუბრა
    “ილია მაგარი ბიჭია, მაგრამ…” - დანა უაითმა თოფურიაზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, 17 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამრისთვიდ ერთმანეთს ილია თოფურია და ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან.

    UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილიას შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

    “იმ სახელებს თუ გავუთვალისწინებთ, თუ ვინ ჰყავს დამარცხებული და ასევე, რისთვის ტარდებოდა ის ბრძოლები, თოფურიას რაღაცები ჯერ კიდევ აკლია. სტატისტიკა ნებისმიერი სახის შეიძლება გქონდეს, მაგრამ მას (თოფურიას) არ აქვს ისეთი დიდი საბრძოლო გამოცდილება… ეს მისი პირველი დიდი ბრძოლა და სახელოვანი მეტოქეა. 

    რაც უნდა მაგარი ბიჭი იყოს, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. როდესაც დაუმარცხებელი ხარ, არასდროს წაგიგია და იმ დინეზე იმყოფები, როგორზეც ეს ბიჭია, სწორედ ასეთი აზროვნება და მენტალიტეტი უნდა გქონდეს. თუმცა ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი ამ ბრძოლაში”. - განაცხადა თოფურიამ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები