• 15-02-2024
    ლამინე იამალი: “ჩავის მიმართ ყოველთვის მადლობელი ვიქნები”
    ლამინე იამალი: “ჩავის მიმართ ყოველთვის მადლობელი ვიქნები”

    როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესმა ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს, ლამინე იამალს თამაშის შანსი მისცა.

    16 წლის ფეხბურთელმა ესპანურ მედიასთან საუბრის დროს მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა:

    “მე ჩავის მადლობელი ყოველთვის ვიქნები. ყველა მწვრთნელი 15 წლის ასაკში დებიუტის შესაძლებლობას არ მომცემდა. ამ სეზონშიც ის ყველა შეხვედრაში მაძლევს სათამაშო წუთებს”. - განაცხადა იამალმა.

    ცნობისთვის, ლამინემ ლა ლიგის გასული ტურის შეხვედრაში “გრანადას” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

    Facebook კომენტარები