• 15-02-2024
    მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა
    მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

    "პარი სენ ჟერმენის" ფრანგმა მეგავარსკვლავმა, კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "რეალ სოსიედადს" გაუტანა და ტურნირზე რეკორდი დაამყარა.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კილიანი გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 10 საშინაო შეხვედრაში აიღო მეტოქის კარი.

    25 წლის თავდამსხმელმა "ჩური ურდინს" 58-ე წუთზე გაუტანა. 70-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ მიითვალა ულამაზესი გოლი, რაც ლუის ენრიკეს გუნდს "ანოეტაზე" შედარებით მშვიდად ჩასვლის საშუალებას მისცემს.

    რაც შეეხება მბაპეს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 68 მატჩში მას 44 გოლი აქვს გატანილი. ამ 44-დან 4 შედეგიანი დარტყმა მიმდინარე სეზონზე მოდის.

    აქვე გეტყვით, რომ "რეალ სოსიედადისა" და "პსჟ-ს" განმეორებითი შეხვედრა 5 მარტს შედგება.

    Facebook კომენტარები