• 15-02-2024
    "ნაპოლი" იშლება? - კლუბი შესაძლოა 5-მა ფეხბურთელმა დატოვოს
    "ნაპოლი" იშლება? - კლუბი შესაძლოა 5-მა ფეხბურთელმა დატოვოს

    როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომავალი ზაფხულის სატრასნფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" პიოტრ ჟილინსკი და ვიქტორ ოსიმენი დატოვებენ, ამის შესახებ ბევრჯერ დაიწერა.

    გადაწყვეტილია, რომ შემდეგი სეზონიდან პოლონელს მილანის "ინტერის" რიგებში ვიხილავთ, ხოლო ოსიმენის მსურველთა სია უცნობია.

    გავლენიანი გამოცემა, "La Gazetta Dello Sport" იუწყება, რომ ამ ფეხბურთელების გარდა "პარტენოპეის" დატოვებასთან ახლოს კიდევ 5 ფეხბურთელია.

    წყაროს მიხედვით, ალექს მერეტი, მარიო რუი, ამირ რაჰმანი, ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე, არიან ფეხბურთელები რომელთა ბედს დარჩენილი სეზონი გადაწყვეტს.

    მათ სხვადასხვა პრობლემები აქვთ. რაჰმანის თამაში კლუბში არ მოსწონთ, ასევე არც მერეტის, სიმეონე, რუი და რასპადორი კი ძირითადი თერთმეუტეულის წევრებად არ განიხილებიან.

    Facebook კომენტარები