• 15-02-2024
    "მესის ვესაუბრე და მან ეს შემომთავაზა" - ნეიმარის განცხადება
    "მესის ვესაუბრე და მან ეს შემომთავაზა" - ნეიმარის განცხადება
    Author of the article
    Aa

    კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა და "ალ ჰილალის" ფეხბურთელმა, ნეიმარ ჟუნიორმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, ბრაზილიელმა მისი და მესის საუბარი გაიხსენა.

    "რამდენიმე ხნის წინ ლეოს ვესაუბრე და მან "ინტერ მაიამიში" თამაში შემომთავაზა.

    "მითხრა, რომ მას სურს მიხილოს ამ გუნდში", - თქვა ბრაზილიელმა.

    ასე და ამგვარად, თუ მესის სურვილი ახდა, დევიდ ბექჰემის გუნდში ის ლეგენდარული შემტევი ტრიო აღდგება, რომელიც 2014-2017 წლებში მეტოქეებს აზანზარებდა.

    Facebook კომენტარები