• 15-02-2024
    "რთული კვირა გვაქვს" - კეინი პრობლემებს აღიარებს
    "რთული კვირა გვაქვს" - კეინი პრობლემებს აღიარებს
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" ინგლისელმა ცენტრფორვარდმა, ჰარი კეინმა რომის "ლაციოსთან" წაგებული მატჩი TNT Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა.

    "ნამდვილად რთული კვირა გვაქვს. ვფიქრობდი, რომ მატჩი კარგად დავიწყეთ. რამდენიმე რეალური შანსი გვქონდა. ასეთ თამაშებში მომენტების გაფუჭება ძვირად გიჯდება. 

    მეორე ტაიმი იმედისგამაცრუებელი გახლდათ. ნაკლებად ენერგიულად მოვქმედებდით, ნაკლებად თავდაჯერებულები ვიყავით და ბურთს ხშირად ვკარგავდით. ამიტომაც დავისაჯეთ. როცა 10 კაცით რჩები, თამაშში დასაბრუნებელი გზის პოვნა ყოველთვის რთულია.

    რამდენიმე კვირაში ისინი ჩვენს სტადიონზე ჩამოვლენ. წინ უნდა გავიხედოთ და ყველაფრის შემოტრიალებას უნდა ვეცადოთ," - თქვა კეინმა.

    შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერი" რომაელებთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. "სტადიო ოლიმპიკოზე" ერთადერთი გოლი ჩირო იმობილემ, ზუსტად შესრულებული პენალტით გაიტანა.

    ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 5 მარტს გაიმართება.

    Facebook კომენტარები