• 15-02-2024
    არაუხო თუ კუნდე - "ბარსელონამ" გასაყიდი აარჩია
    არაუხო თუ კუნდე - "ბარსელონამ" გასაყიდი აარჩია
    ავტორი
    Aa

    2024 ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და ამისთვის კლუბშიც ემზადებიან.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როხერ ტორელოს ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" ისიც იციან, ვის გაასხვისებენ, თუ რომელიმე ცენტრალურ მცველთან მოუწევთ დამშვიდობება.

    როგორც ირკვევა, რონალდ არაუხოსა და ჟიულ კუნდეს შორის "ბარსამ" არჩევანი ურუგვაელის შენარჩუნებაზე გააკეთა.

    "სევილიადან" შეძენილმა ფრანგმა უკანახაზელმა ბოლომდე ვერ გაამართლა ის ავანსები, რომლებიც მასზე გახლდათ გაცემული. მიმდინარე სეზონში ჟიული არადამაჯერებლად გამოიყურება, რაც კლუბს მისი გაშვებისკენ უბიძგებს.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კლუბი იქნება 24 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული.

    რაც შეეხება არაუხოს, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყო საუბარი. რონალდის აგენტი კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუს შეხვდა. პირველი შეხვედრა მეტად პროდუქტიული გამოდგა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რამდენიმე კვირაში გამართონ.

    Facebook კომენტარები