• 16-02-2024
    უმაგრესი ამბავი! - “თელავში” არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს
    უმაგრესი ამბავი! - “თელავში” არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს

    31 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, ჯინო პერუცი კარიერას “თელავში” გააგრძელებს. ინფორმაციას კახური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

    ჯინო პერუცი “თელავში” 30-ნომრიან მაისურს მოირგებს.

    საგულისხმოა, რომ 31 წლის ფეხბურთელს კარიერის მანძილზე “ველეზ სარსფილდში”, “კატანიაში”, “ნასიონალში”, “ბოკა ხუნიორსში”, “სან-ლორენსოსა” და “ალიანსა ლიმაში” უთამაშია.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯინო პერუცის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


    Facebook კომენტარები