• 16-02-2024
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა ბრატისლავა “სლოვანის” წინააღმდეგ
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა ბრატისლავა “სლოვანის” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმმა” კონფერენს ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავა “სლოვანი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

    შეხვედრის 64-ე წუთზე ავსტრიელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი სწორედ ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

    გავლენიანი გამოცემა Sofascore-ის ვერსიით, კიტეიშვილმა 8.4 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

    ცნობისთვის, განმეორებითი 1/16 ფინალური შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართება.

    Facebook კომენტარები