• 16-02-2024
    პაბლო გავი პსჟ-ს რადარზეა
    პაბლო გავი პსჟ-ს რადარზეა

    როგორც მოგეხეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელი, პაბლო გავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ბენ იაკობსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გავი ზაფხულოს სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული პსჟ-ს მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

    საგულისხმოა, რომ გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 19 წლის ფეხბურთელს 90 მილიონ ევროდ აფასებს.

    ცნობისთვის, პაბლო უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია. მან დაზიანება საქართველოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

    Facebook კომენტარები