• 16-02-2024
    ცნობილია! - რა შემთხვებაში დარჩება ანსუ ფატი “ბარსელონაში”
    ცნობილია! - რა შემთხვებაში დარჩება ანსუ ფატი “ბარსელონაში”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი “ბრაიტონშია” განათხოვრებული.

    სეზონის დასრულების შემდეგ ფატის მომავალი გაირკვევა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზად არის, რომ გუნდში ანსუ დაიტოვოს.

    იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ჩავი ერნანდესი გუნდს დატოვებს და ამავდროულად დე ძერბის “ბარსელონას” ჩაბარების დიდი შანსი აქვს, ფატის შანსებიც იზრდება.

    ცნობისთვის, ანსუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები