• 16-02-2024
    გიორგი აბუაშვილი ფოთის “კოლხეთში” ითამაშებს
    გიორგი აბუაშვილი ფოთის “კოლხეთში” ითამაშებს

    21 წლის ნახევარმცველი, გიგი აბუაშვილი კარიერას ფოთის “კოლხეთში” გააგრძელებს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი მეგრულ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს.

    საგულისხმოა, რომ აბუაშვილი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ, ამის შემდეგ იგი “პორტუს” შეუერთდა, სადაც მისი კარიერა არცისე კარგად წარიმართა.

    ამის შემდეგ აბუაშვილი რუმინულ “პეტროლულში” ჩაირიცხა, თუმცა ამჯერად მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

    ცნობისთვის, აბუაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები