• 23-06-2023
    "იუნაიტედი" რაისისთვის რბოლაში ჩაერთო - "მანჩესტერი" "ვესტ ჰემს" 2 ფეხბურთელს სთავაზობს
    "იუნაიტედი" რაისისთვის რბოლაში ჩაერთო - "მანჩესტერი" "ვესტ ჰემს" 2 ფეხბურთელს სთავაზობს
    Author of the article
    Aa

    გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დეკლან რაისის შესაძენად ბრძოლას აპირებს.

    "ვესტ ჰემისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს გუნდის ზაფხულში დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

    რაისის დამატების ფავორიტად "არსენალი" მიიჩნევა, ახლა კი რბოლაში ორივე მანჩესტერული კლუბი ჩაერთვება.

    გამოცემის თქმით, "იუნაიტედი" მზად არის პოტენციურ ტრანსფერში ჰარი მაგუაიერი და სკოტ მაკტომინეი ჩართოს.

    "ჩაქუჩებს" ორივე მოთამაშე მოსწონთ, თუმცა მათ დიდი ფულის მიღება ურჩევნიათ, ამიტომ "იუნაიტედის" შანსები არც თუ ისე დიდია. 

    Facebook კომენტარები