• 16-02-2024
    ვერნერი: "ტოტენჰემში" თამაშის ხალისი დამიბრუნდა"
    ვერნერი: "ტოტენჰემში" თამაშის ხალისი დამიბრუნდა"
    ავტორი
    Aa

    გერმანული "ლაიფციგიდან" ლონდონის "ტოტენჰემში" განათხოვრებული თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი აცხადებს, რომ "დეზების" რიგებში თამაშის ხალისი დაუბრუნდა.

    "გაცილებით ბედნიერი ვარ. 5 მატჩის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ტრანსფერი ღირდა.

    სეზონის პირველ ნაწილში აშკარა იყო, რას ფიქრობდა მთავარი მწვრთნელი ჩემზე. სწორედ ამიტომ არ გამჭირვებია ამ ნაბიჯის გადადგმა," - თქვა ტიმომ.

    ტიმოს ბოლო სიტყვები "ლაიფციგის" მთავარ მწვრთნელს, მარკო როზეს შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ "წითელ ხარებს" როზე უდგას სათავეში, ვერნერის იქ დაბრუნებას ნაკლებად უნდა ველოდოთ.

    27 წლის ფორვარდმა ლონდონურ კლუბს მეტი სათამაშო დროის მისაღებადაც მიაშურა, რადგან ზაფხულში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, იქ კი ნაკრებთან ერთად ყოფნა ტიმოს ძალიან უნდა.

    აქვე გეტყვით, რომ "ტოტენჰემის" მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში გერმანელმა 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები