• 16-02-2024
    არტეტა: "მბაპეთი "არსენალიც" უნდა ინტერესდებოდეს"
    არტეტა: "მბაპეთი "არსენალიც" უნდა ინტერესდებოდეს"
    Author of the article
    Aa

    როგორც გუშინ გახდა ცნობილი, კილიან მბაპემ "პარი სენ ჟერმენის" დატოვება გადაწყვიტა. სეზონის ბოლოს კილიანი პარიზელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება და ახალ გუნდში გააგრძელებს კარიერას..

    გარდა მადრიდის "რეალისა", რომელიც ფრანგ მეგავარსკვლავს უკვე წლებია უმიზნებს, ბოლო დღეებში მბაპესთან სხვა კლუბის სახელმაც გაიჟღერა. ეს ლონდონის "არსენალია'. მოარული ხმების მიხედვით, კილიანს შეიძლება ტიერი ანრის ნაკვალევზე გავლა უნდოდეს, ინგლისის პრემიერ ლიგაში კი მის ფავორიტად ყოველთვის "არსენალი" მიიჩნეოდა.

    ამის შესახებ "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას "ბარნლისთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.

    "უნდა იყოს თუ არა "არსენალი" მბაპეთი დაინტერესებული? რატომაც არა?! თუ გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვიყოთ, ყველაზე ნიჭიერი და საუკეთესო ფეხბურთელები დაგვჭირდება.

    როცა ბაზარზე ამ კალიბრის მოთამაშე ჩნდება, ჩვენ ყოველთვის უნდა განვიხილებოდეთ, მაგრამ ისე ჩანს, რომ მისი მომავალი სხვა გზით წარიმართება," - თქვა არტეტამ.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში მბაპემ თავი 31 გოლსა და 7 ასისტს მოუყარა.

    რაც შეეხება "არსენალს", "ბარნლის" ლონდონელები ხვალ, თბილისის დროით 19 საათიდან დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები