• 16-02-2024
    დიდი საჩუქარი! - თბილისის ქუჩებში ილიასა და მერაბის ბრძოლის დროს
    დიდი საჩუქარი! - თბილისის ქუჩებში ილიასა და მერაბის ბრძოლის დროს

    როგორც მოგეხსენებათ, 18 თებერვალს UFC-ის ისტორიაში ქართველებისთვის ორი ისტორიული დაპირისპირება შედგება.

    მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ილია თოფურია კი ქამრისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

    Setanta Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 თებერვლის დილას, 07:00-დან, ქართველო გულდემატკივრები ALMA • ალმა-ს სარეკლამო ეკრანებზე UFC 298-ის ორთაბრძოლების ხილვას შეძლებენ.

    ცნობისთვის, აღნიშნული ეკრანები ფილარმონიაზე, ვარაზისხევის ქუჩაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლსა და გაგარინის მოედანზე იქნება დამონტაჟებული.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები