• 17-02-2024
    "ბაიერნი" დეივისის გაყიდვაზე თანახმაა - სატრანსფერო სიახლეები
    "ბაიერნი" დეივისის გაყიდვაზე თანახმაა - სატრანსფერო სიახლეები
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნიდან" ალფონსო დეივისის გადაბირებას ზაფხულში გეგმავს. 

    ამ ტრანსფერთან დაკავშირებით გამოცემა, "Diarioas" ახალ ცნობას ავრცელებს. 

    წყაროს ინფორმაციით, "რეკორდამისტერი" კანადელი მცველის გაყიდვაზე თანახმაა. 

    "ბავარიელები" არ აპირებენ, რომ დეივისს მისი ხელფასი უხადონ, რაც 13 მილიონს წელიწადში შეადგენს. 

    თავის მხრივ არც დეივისი იხევს უკან, ფეხბურთელი ხელფასის დაკლებას არ აპირებს. 

    ეს ტრანსფერი უფრო რეალური ხდება და ალფონსოს "რეალში" ხილვის შანსები საგრძნობლად იზრდება.

    Facebook კომენტარები