• 17-02-2024
    ცნობილია, რა თანხას მიიღებენ თოფურია და დვალიშვილი გამარჯვების შემთხვევაში
    ცნობილია, რა თანხას მიიღებენ თოფურია და დვალიშვილი გამარჯვების შემთხვევაში
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, 18 თებერვალს, დილით UFC-ს ქართველი მებრძოლები, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს გამართავენ.

    "ელ მატადარი" ამ დაპირისპირებით ქამრისთვის გაიბრძოლებს და მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის შეხვდება.

    რაც შეეხება მერაბს, დვალიშვილი ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნანატრ ქამარს კიდევ უფრო მიუახლოვდება.

    აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ თოფურიამ ავსტრალიელი ოპონენტი დაამარცხა, 500 000 დოლარს მიიღებს, რაც ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე მან ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ მიიღო.

    დვალიშვილი კი მექსიკელი მებრძოლი დამარცხების შემთხვევაში 111 000 დოლარს გამოიმუშავებს.

    ცნობისთვის, UFC 298-ის ბრძოლები დილის 7 საათიდან დაიწყება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები