• 18-02-2024
    მერაბ დვალიშვილი - ბრძოლამდე მარკ ცუკერბერგმა მომწერა და არ ველოდი, რომ...
    მერაბ დვალიშვილი - ბრძოლამდე მარკ ცუკერბერგმა მომწერა და არ ველოდი, რომ...

    UFC 298 ქართული სპორტისთვის ისტორიული იყო. მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ხოლო ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მოუგო და ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა.

    ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე მარკ ცუკერბერგის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ბრძოლის დროს ესაუბრებოდა და ერთმანეთში სიტყვებიც გაცვალეს.

    „ის კარგი ადამიანია, სოციალურ ქსელში ერთმანეთს მივყვებით. ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე მომწერა, თუმცა მისი აქ ყოფნა მაინც სურპირიზი იყო ჩემთვის. დავინახე და მივესალმე, ის, ფაქტობრივად, მეოთხე კაცი იყო ჩემს კუთხეში ბრძოლისას

    მან მცირე რჩევებიც მომცა", - განაცხადა მერაბმა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები