• 18-02-2024
    "სიტი" და "ლივერპული" ვირცისა და მუსიალასთვის იბრძოლებენ
    "სიტი" და "ლივერპული" ვირცისა და მუსიალასთვის იბრძოლებენ

    გასულ უქმეებზე ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება "ბაი არენაზე" შედგა, სადაც ლევერკუზენის "ბაიერნმა" მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურა, ანგარიშით 3:0.

    Daily Star-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ჩაბი ალონსოს გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებას "მანჩესტერ სიტის" სკაუტები ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალყურს. ისინი ფლორიან ვირცსა და ჯამალ მუსიალას აკვირდებოდნენ.

    "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა გერმანელი ნახევარმცველების დიდ გულშემატკივრად მიიჩნევა. რა გასაკვირია, რომ პეპს მათი თავის გუნდში ხილვა უნდა.

    სატრანსფერო ბრძოლაში "სიტის" კონკურენციას "ლივერპული" გაუწევს. გარდა იმისა, რომ მერსესაიდელებს ამ ფეხბურთელებს უკვე დიდი ხანია, რაც უკავშირებენ, სკაუტები წარგზავნილი მათაც ჰყოლიათ.

    ვირცსაც და მუსიალასაც თავიანთი კლუბები 90-100 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებენ.

    აქვე გეტყვით, რომ "ლევერკუზენის" 20 წლის ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 16 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, მისი ბავარიელი თანატოლის მონაგარი კი 7 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები