• 18-02-2024
    სტერლინგი: "ცოტა გული გვწყდება, რომ "ეტიჰადს" 3 ქულით არ ვტოვებთ"
    სტერლინგი: "ცოტა გული გვწყდება, რომ "ეტიჰადს" 3 ქულით არ ვტოვებთ"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩად შერაცხული ჯახი "ეტიჰად სთედიუმზე" შედგა, სადაც მასპინძელმა "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონის "ჩელსის" გამარჯვება ბოლო წუთზე გამოგლიჯა ხელიდან.

    "არისტოკრატები" 42-ე წუთზე, რაჰიმ სტერლინგის გოლით დაწინაურდნენ და ამ უპირატესობას შეხვედრის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა 83-ე წუთზე როდრიმ შეაგდო. ესპანელი ნახევარმცველის გოლმა "ქალაქელები" დამუხტა, თუმცა მათ მეტი ვეღარაფერი გაახერხეს - 1:1 და "სიტიმ" საჭირო ქულები დაკარგა.

    ყოფილ გუნდთან გამართული შეხვედრის შესახებ სტერლინგმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.

    "ვფიქრობ, ქულით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, მაგრამ იმედგაცრუების შეგრძნება მაინც გვრჩება, რადგან ვერ გავიმარჯვეთ. კარგი შანსები გვქონდა, რათა თამაშის ბედი გადაგვეწყვიტა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მომენტები მათაც შექმნეს.

    მთავარი მწვრთნელის გეგმამ შესანიშნავად იმუშავა. "სიტის" კონტრშეტევებზე ბევრი პრობლემა გავუჩინეთ და რამდენიმე შანსი შევქმენით. ვიცოდით, რომ "ეტიჰადზე" მათ ბურთი ხშირად ექნებოდათ და ამას გამოიყენებდნენ კიდეც. ისიც ვიცოდით, რომ გონება უნდა გამოგვეყენებინა და სარგებელი სწრაფ იერიშებში მოგვეძებნა.

    საბოლოო ჯამში, ცოტათი გული გვწყდება, რომ აქედან 3 ქულით არ მივდივართ," - თქვა რაჰიმმა.

    "სიტი" პრემიერ ლიგის ლიდერ "ლივერპულს" ახლა 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მათზე 1-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. "ქალაქელები" მომდევნო მატჩს 20 თებერვალს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ითამაშებენ.

    Facebook კომენტარები