• 23-06-2023
    უკრაინისთვის - შოთა არველაძე "სტემფორდ ბრიჯზე" ითამაშებს
    უკრაინისთვის - შოთა არველაძე "სტემფორდ ბრიჯზე" ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    5 აგვისტოს "სტემფორდ ბრიჯი" უკრაინის მხარდასაჭერ მატჩს უმასპინძლებს. ცხადია, Game4Ukraine-ს საქველმოქმედო დატვირთვა ექნება, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

    გუნდების კაპიტნები ლონდონის "არსენალის" უნივერსალი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო იქნებიან.

    თავად ზინჩენკო მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან "მეთოფეებს" 6 აგვისტოს "ქომუნითი შილდის" ფინალი ელოდებათ, სადაც "მანჩესტერ სიტის" უნდა დაუპირისპირდნენ. ოლექსანდრი სწორედ ამ შეხვედრისთვის მზადებაში იქნება გართული.

    სასიამოვნოა, რომ შეხვედრაში ითამაშებს ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძეც. "ალკმაარის", "აიაქსის", "რეინჯერსისა" და კიდევ მრავალი გუნდის ყოფილი ფორვარდი ზინჩენკოს გუნდშია.

    შოთის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იქნება, მისი თანაგუნდელები კი: იენს ლემანი, პერ მერტეზაკერი, ედგარ დავიდსი, ჯეკ უილშირი, იონ არნე რიისე, ბაკარი სანია, პატრიკ ვიეირა, რობერტ პირესი და სხვები იქნებიან.

    ბილეთები გაყიდვაში ივლისიდან ჩაეშვება. მათი ფასი 15-დან 50 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს.

    Facebook კომენტარები