• 18-02-2024
    "როცა ვთქვი, რომ მივდივარ, მიზანიც ეს იყო" - ჩავი "სელტასთან" მატჩზე
    "როცა ვთქვი, რომ მივდივარ, მიზანიც ეს იყო" - ჩავი "სელტასთან" მატჩზე

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ვიგოს "სელტასთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

    "ვფიქრობ, დომინანტები ვიყავით. მოედნის ფინალურ მესამედში საკმარისად ბევრი შანსი ვერ შევქმენით. გამარჯვების ასე მოპოვება რთულია, თუმცა გუნდმა უდიდესი ძალისხმევა გასწია.

    ჩემი წასვლის გამოცხადების შემდეგ გუნდმა 12-დან 10 ქულა აიღო და დაცვაში თამაში გააუმჯობესა. მიზანიც ეს იყო, რომ ნაკლები წნეხის ქვეშ გვეთამაშა.

    ჩვენ მეორე ტაიმის პირველ წუთებზე გაშვებულ გოლზე ვსაუბრობთ. ეს კონცენტრაციის ნაკლებობის გამომხატველია.

    დღეს იმაზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "გრანადასთან".

    ტრავმები არ გვქონია. პედრიც და არაუხოც თავს კარგად გრძნობენ.

    სტატისტიკა მაჩვენეს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი შანსები რომ გამოგვეყენებინა, ლა ლიგის ლიდერები ვიქნებოდით. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს," - თქვა ჩავიმ.

    შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ვიგოში ანგარიშით 2:1 მოიგო. პირველი ტაიმის ბოლოს კატალონიელები რობერტ ლევანდოვსკის გოლით დაწინაურდნენ, რასაც "ბალაიდოსის" ბინადრებმა მეორე ტაიმის სტარტზე იაგო ასპასის შედეგიანი დარტყმით უპასუხეს. თითქოს, ყველაფერი საყაიმო შედეგისკენ მიდიოდა, მაგრამ 97-ე წუთზე პოლონელმა ცენტრფორვარდმა პენალტი ზუსტად შეასრუალა.


    Facebook კომენტარები