• 18-02-2024
    "ბარსელონას" ლა ლიგაში გასვლითი მატჩი არ წაუგია
    "ბარსელონას" ლა ლიგაში გასვლითი მატჩი არ წაუგია

    ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" წარმატებულად ნამდვილად არ მიმდინარეობს, თუმცა მოქმედი ჩემპიონები მაინც ახერხებენ ერთი, მეტად შთამბეჭდავი მაჩვენებლის დაფიქსირებას.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში საგარეო მატჩი არ წაუგია.

    კატალონიელებმა გასვლაზე 12 მატჩი ითამაშეს. სტატისტიკა შემდეგნაირია:

    7 გამარჯვება

    5 ფრე

    სამივე მარცხი, რომელიც "ბლაუგრანამ" ამ სეზონში განიცადა, "ესტადიო დე ლუის კომპანისზე" მოდის. იქ კატალონიელებმა "რეალთან", "ჟირონასთან" და "ვილიარეალთან" წააგეს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ლა ლიგის ლიდერ "რეალს" 8 ქულით ჩამორჩებიან.


    Facebook კომენტარები