• 19-02-2024
    "რევანში მსურს, დაიმახსოვრეთ, ქამარს დავიბრუნებ"
    "რევანში მსურს, დაიმახსოვრეთ, ქამარს დავიბრუნებ"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და ქამარს დაეუფლა.

    დაპირისპირების შემდეგ მეორე დღეს ავსტრალიელმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "საოცარი საღამო იყო. ყოველთვის ვერ მოიგებ, თუმცა მე ბევრჯერ ჩამიშლია სხვისი წვეულება. 

    "პირველი რაუნდი კარგად დავიწყე და ეს მსაჯების შეფასებაშიც გამოჩნდა. მეორე რაუნდში მზად ვიყავი, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავი. კონტრშეტევას ვაპირებდი და სწორედ მაშინ იპოვა ილიამ ხვრელი. შანსი გამოიყენა.

    "შემდეგში უკეთესად გამოვალ. ახლა ცოტას დავისვენებ და დროს ოჯახთან ერთად გავატარებ. 

    "რევანში მსურს. ახლა მოცდა იქნება კარგი ვარიანტი. თავს მოვუვლი და დაბრუნდები. დაიმახსოვრეთ, ქამარს დავიბრუნებ", - თქვა ვოლკანოვსკიმ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები