• 19-02-2024
    "მარსელმა" გატუზო გაუშვა
    "მარსელმა" გატუზო გაუშვა

    რამდენიმე წყარო (მათ შორის L'Equipe და ფაბრიციო რომანო) ადასტურებენ, რომ მარსელის "ოლიმპიკმა" ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    იტალიელ სპეციალისტს კარისკენ მას მერე მიუთითეს, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა "ბრესტთან" წააგო (0:1), მიუხედავად იმისა, რომ მე-60 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

    "ველოდრომის" ბინადრებს ბოლო 5 მატჩში სულ 3 ქულა აქვთ აღებული (3 ფრე, 2 წაგება). ასეთი ცუდი სერია კორსიკელებს ბოლოს 1978 წელს ჰქონდათ.

    "ჩვენ ფსკერს მივაღწიეთ. როცა ფსკერზე აღმოჩნდები, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. სხვა სათქმელი არაფერია. სატურნირო ცხრილი? ახლა უკან ყურება უნდა დავიწყოთ. ევროტურნირებზე საუბარი დასრულებულია. ახლა აუცილებელი ქულების აღება გვჭირდება, რათა ცხრილში მშვიდად ვიყოთ," - თქვა გატუზომ ბოლო მატჩის შემდეგ.

    ცხადია, "მარსელმა" უკვე დაიწყო იტალიელის შემცვლელის ძებნაც.

    აქვე გეტყვით, რომ "ოლიმპიკი" სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა და ლიდერ "პარი სენ ჟერმენს" 22 ქულით ჩამორჩება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები