• 19-02-2024
    ტურამი: "გრიზმანის პრობლემას გუნდურად გადავჭრით"
    ტურამი: "გრიზმანის პრობლემას გუნდურად გადავჭრით"
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის მარკუს ტურამი ახლდა. ცხადია, ჟურნალისტებმა ფრანგ თავდამსხმელს არაერთი შეკითხვა დაუსვეს.

    ერთ-ერთი შეკითხვა ტურამის თანამემამულესა და "როხიბლანკოს" ვარსკვლავს, ანტუან გრიზმანს შეეხებოდა. 32 წლის ფრანგს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და რა გასაკვირია, რომ "ნერაძური" მთავარ საფრთხეს სწორედ მისგან უნდა ელოდოს.

    "ვახერხებ თუ არა დაძინებას ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ? კი. ხვალ მშვენიერი შეხვედრა გველოდება და იქამდე დასვენება მნიშვნელოვანია.

    საკუთარ თავებზე ვართ ფოკუსირებული. პირველივე წუთიდანვე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რათა მატჩი საჭირო დონეზე ჩავატაროთ.

    როგორ შევაჩერებთ გრიზმანს? ანტუანს ყველა ვიცნობთ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ის არის პრობლემა, რომლის გუნდურად გადაჭრაც შესაძლებელია.

    ხვალინდელი მატჩი მნიშვნელობით ჩვეულებრივს აღემატება, მაგრამ მასაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც სხვა შეხვედრებს და მინდორზე გამარჯვების სურვილით აღსავსენი შევიდეთ.

    ლაუტარო მარტინესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მის გვერდით თამაში მარტივია. ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ," - თქვა ტურამმა.

    შეგახსენებთ, რომ მარკუსი "ინტერნაციონალემ" 2023 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში მან 12 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.

    რაც შეეხება "სან სიროზე" ჩასატარებელ მატჩს, იგი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები