• 19-02-2024
    16 წლის ლიდერი - რას ფიქრობენ იამალზე "ბარსას" ფეხბურთელები
    16 წლის ლიდერი - რას ფიქრობენ იამალზე "ბარსას" ფეხბურთელები

    ლამინ იამალს "ბარსელონას" გასახდელში ძალიან აფასებენ, - წერს Mundo Deportivo. ჟურნალისტ გაბრიელ სანსის თქმით, 16 წლის შემტევმა გუნდის გამოცდილი წევრები განსაკუთრებით მოხიბლა.

    ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ილქაი გიუნდოგანი და რობერტ ლევანდოვსკი არიან, აღიარებენ, რომ ლამინის საგოლე მოქმედებებს გუნდი ხშირად გამოჰყავს რთული სიტუაციებიდან. 

    ვეტერანთა თვალში იამალი უკვე ლიდერია, თუმცა ეს ახალგაზრდის თავმდაბლობაზე გავლენას ვერ ახდენს.

    "ბარსას" შემტევს უდიდეს ტალანტად მიიჩნევს ჩავი ერნანდესიც. იგი აფასებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა, "ბლაუგრანას" 27-ე ნომერი უკან არაფერზე იხევს და ბოლომდე იხარჯება.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლამინი სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ძირითად შემადგენლობაში ველით მას "ნაპოლის" წინააღმდეგაც.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში იამალმა თავი 5 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები