• 19-02-2024
    ჩავიმ "ნაპოლისთან" მატჩისთვის ცენტრალური მცველები შეარჩია
    ჩავიმ "ნაპოლისთან" მატჩისთვის ცენტრალური მცველები შეარჩია
    Author of the article
    Aa

    ჩავი "ნაპოლისთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში პაუ კუბარსის არ დააყენებს, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.

    წყაროს თანახმად, დაცვის ცენტრი ზეგ ინიგო მარტინესითა და რონალდ არაუხოთი დაკომპლექტდება. სწორედ მათ დაევალებათ "პარტენოპეის" ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის განეიტრალება.

    "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს 17 წლის კუბარსი ძალიან მოსწონს, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ გამოუცდელი ახალგაზრდისთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან დაწყება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

    შეგახსენებთ, რომ ჩავისთვის "ნაპოლისთან" დუელში სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. გარდა იმისა, რომ გუნდი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეს, ნეაპოლელებთან მარცხი "მაესტროსთვის" თანამდებობიდან დაუყონებლივ წასვლის ტოლფასი იქნება.

    ცნობისთვის, "დიეგო არმანდო მარადონაზე" გასამართი მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები