• 20-02-2024
    "ნაპოლიდან" მაძარი გაუშვეს - გუნდს კალცონა ჩაიბარებს
    "ნაპოლიდან" მაძარი გაუშვეს - გუნდს კალცონა ჩაიბარებს
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვალტერ მაძარი გაათავისუფლეს. მის ადგილს სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მესაჭე, ფრანჩესკო კალცონა დაიკავებს.

    ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გეგმაში ზაფხულამდე დაცდა და ახალი მწვრთნელის ისე მოძებნა ჰქონდა, თუმცა მაძარის ხელში გუნდის ცუდმა შედეგებმა იგი აიძულა, რომ რადიკალური ზომები ახლავე მიეღო.

    კალცონა "პარტენოპეიში" ასევე მცირე დროით მოდის. იგი სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონებს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

    ფრანჩესკო თავის სამსახურს შეინარჩუნებს სლოვაკეთის ნაკრებშიც, რომელსაც ევრო 2024-ზე ათამაშებს.

    გამოცდილი სპეციალისტის ნეაპოლური დებიუტი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე შედგება. იქ მისი გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები