• 20-02-2024
    “ამაყი ვარ, რომ შენთან ერთად ოქტაგონი გავიზიარე” - ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის მიმართა
    “ამაყი ვარ, რომ შენთან ერთად ოქტაგონი გავიზიარე” - ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის მიმართა

    როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე ახალგაზრდა ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და UFC-ის ქამარს დაეუფლა.

    თოფურიამ რამდენიმე წუთის წინ  სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

    “ბევრი იტყვის, რომ შენ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ისინი ძირს დაგცემენ და ეჭვის ქვეშ დაგაყენებენ. მაგრამ გახსოვდეს, ერთადერთი, ვინც რამეს უნდა მიაღწიოს, შენ ხარ. ენდე საკუთარ თავს, იქონიე რწმენა და იშრომე დაუღალავად, რადგან ყველაფერი მოვა. არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ, თუ იცი საით მიდიხარ, და რა არის შენი კიზანი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც შენს უკან არის! არასდროს დანებდე. უბრალოდ ადექი და იბრძოლე!

    მადლობა, ვოლკ, რთული მეტოქე იყავი, რომელმაც კიდევ უფრო უკეთესი გამხადა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქტაგონის შენთან ერთად გაზიარება”. - წერს თოფურია.

    ცნობისთვის, ილია დაუმარცხებელი ჩემპიონი გახლავთ. მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები