• 20-02-2024
    "კვარაცხელია უმაღლესი დონისაა" - ჩავი "ნაპოლისთან" მატჩის წინ
    "კვარაცხელია უმაღლესი დონისაა" - ჩავი "ნაპოლისთან" მატჩის წინ

    როგორც იცით, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს და "დიეგო არმანდო მარადონაზე" ადგილობრივ "ნაპოლისთან" გამოცდის ძალებს.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა სწორედ ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

    "ასეთი მატჩისთვის მომზადება იოლი არ არის. ჩვენ იტალიის მოქმედ ჩემპიონს ვხვდებით."

    "ოსიმენი და კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან."

    "ნაპოლიმ" თამაშამდე 24 საათით ადრე მწვრთნელი შეიცვალა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რას მოგვიტანს მატჩი. ხვალინდელი შანსები? მას 50-50-ზე შევაფასებდი, დანარჩენს კი თქვენ დაგიტოვებთ. ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცო."

    "ფრენკი დე იონგის სიტყვები? ფრენკის იდეალურად მესმის. ყველა ფეხბურთელი გრძნობს უსამართლობას. ჩემთვის ის ფუნდამენტური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ იგი კიდევ ბევრი წელი იქნება გუნდში."

    "ცუდ შედეგებს მედიას არ ვაბრალებთ, მაგრამ როცა ტყუილი იწერება, ამას სწორად ვერ ჩავთვლით."

    "ნაპოლის" ახალ მწვრთნელს, კალცონას 3 მცველით არასდროს უთამაშია, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის."

    "იმიტომ არ ვთამაშობთ, რომ ვიღაცებს მოვაკეტინოთ. ჩვენ კლუბის სიყვარულის გამო ვთამაშობთ. ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ. ფრე "ბარსასთვის" კარგი შედეგი არ არის. ასე გავიზარდე. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მეორე მატჩი "მონჟუიკზე" გვექნება."

    Facebook კომენტარები