• 25-06-2023
    ოფიციალურად: კალიდუ კულიბალი "ალ ჰილალში" ითამაშებს
    ოფიციალურად: კალიდუ კულიბალი "ალ ჰილალში" ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    32 წლის სენეგალელი უკანახაზელი, კალიდუ კულიბალი გახდა კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

    ლონდონის "ჩელსიმ" ცენტრალური მცველის გაყიდვით 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა. კალიდუ არაბულ "ალ ჰილალს" შეუერთდება.

    "არისტოკრატთაგან" არაბეთის ნახევარკუნძულზე გადინება თანდათან შეუქცევად ხასიათს იძენს. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ნ'გოლო კანტე "ალ იტიჰადმა" დაიმატა. "ალ აჰლი" მალე გაიფორმებს ედუ მენდის.

    შეგახსენებთ, რომ კულიბალი "ჩელსიში" 2022 წლის ზაფხულში, იტალიური "ნაპოლიდან" გადაბარგდა. "ლურჯებთან" მას 4-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

    გამოცდილმა მცველმა "პენსიონერების" მაისური 32 ოფიციალურ მატჩში მოირგო. მან თავი 2 გოლით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები