• 26-06-2023
    ლუკა მოდრიჩი კვლავ იგივე აზრზეა - უარი საუდის არაბეთს
    ლუკა მოდრიჩი კვლავ იგივე აზრზეა - უარი საუდის არაბეთს
    Author of the article
    Aa

    ფაბრიციო რომანო მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის შესახებ განახლებულ ცნობებს გვაწვდის.

    მისი თქმით, ხორვატი ნახევარმცველი კვლავ იგივე აზრზეა და გუნდის დატოვებას არ აპირებს.

    მან არაბების შემოთავაზებას უარით უკვე უპასუხა და ასი პროცენტით გადაწყვეტილია, რომ იგი "ბლანკოსში" დარჩება.

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაჩო ძირითადად სათადარიგო სკამზე იქნება, მომავალ წელს "რეალს" სწორედ მოდრიჩი უკაპიტნებს.

    Facebook კომენტარები