• 31-03-2024
    “ზურიკოსგან ეს არ გამვკირვებია” - ალბერტ რიენა
    “ზურიკოსგან ეს არ გამვკირვებია” - ალბერტ რიენა

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში “ბორდომ” შინ “პარიზი” მიიღო, მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

    მატჩის შემდეგ “ბორდოს” მწვრთნელმა, ალბერტ რიენამ ზურიკოს შესახებ ისაუბრა:

    “ზურიკოს კარგი თამაში არ გამკვირვებია, რადგან მას ყოველ ვარჯიშზე ვაკვირდები. ის ყოველი მატჩის MVP უნდა იყოს, მას შესაბამისი კლასი აქვს, ზურიკომ ყველა თამაში, “პარიზთან” გამართული შეხვედრის მსგავსად უნდა ჩაატაროს. ზურიკოსგან ბევრს ველით, მან განვითარება უნდა გააგრძელოს”. - განაცხადა რიენამ.

    ცნობისთვის, ზურიკომ მიმდინარე სეზონში “ბორდოს” მაისურით 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები