• 31-03-2024
    "ბარსა" "კადისთან" მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება
    "ბარსა" "კადისთან" მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება

    ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონას" მეტოქე "კადისი" იქნება, რომელთანაც გუნდს საკმაოდ რთული გასვლა ელოდება.

    კატალონიური გრანდის ამოცანას გაართულებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხვედრას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" საკმაოდ დიდი დანაკლისით შეხვდებიან. გარდა ტრავმირებული ფეხბურთელებისა, ისინი ვერც რობერტ ლევანდოვსკის, ინიგო მარტინესსა და ჟოაუ კანსელუს დაიხმარებენ.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სამივე მოთამაშემ გუშინ ყვითელი ბარათი მიიღო და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 გაფრთხილება დაუგროვდა.

    შესაბამისად, პოლონელი, ესპანელი და პორტუგალიელი ფეხბურთელები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.

    სასიხარულო ის გახლავთ, რომ მათ "ელ კლასიკოს" გამოტოვების საფრთხე აღარ ემუქრებათ.

    "კადისს" "ბარსა" 13 აპრილს, თბილისის დროით 23 საათიდან დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები